2021 წლის 20 აპრილს ჩატარდა კატანზაროს უნივერსიტეტის (Magna-Graecia, University of Catanzaro, Italy) მკვლევარის ვალტერ ვესპერის სემინარი დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის, სემინარის თემატიკა ფოკუსირებული იყო მეცნიერებაში თვისებრივი კვლევის ტექნიკასა და მეთოდებზე.
სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო ლიტერატურის ანალიზის პროცესი, რომლის პრეზენტაცია განხორციელდა ცნობილი სამეცნიერო ბაზების SCOPUS (www.scopus.com) და WOS (www.webofknowledge.com) მაგალითზე.